ფოთის მერმა უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომა მიულოცა

0

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათი გადასცა. იგი მოადგილეებთან მამუკა პაპასკირთან და ირაკლი თოფურიასთან, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსთან- ინგა მასხულიასთან ერთად, უპოვართა სასადილოს ესტუმრა და ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, 9 პრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.