ფოთის მერმა ჟურნალისტებს 6 თვის ანგარიში წარუდგინა

0

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან ერთად ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.მან ჟურნალისტების წინაშე მერიის მუშაობის 6 თვის ანგარიში წარადგინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

გოჩა კურდღელიამ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. პრიორიტეტებიდან მან მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარებასა და კუნძულის სანაპირო ზოლის კეთილწყობის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.