ფოთის მერობის კანდიდატი ბარათაშვილის უბნის მოსახლეობას შეხვდა

0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი ცენტრის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ოლეგ ნაჭყებიასთან ერთად, ბარათაშვილის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ ოთხწლიანი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ჩვენმა არჩევანმა საშუალება უნდა მოგვცეს, „ქართული ოცნების“ მიერ აღებული კურსით გავაგრძელოთ გზა – გზა, რომელიც გადის შენებაზე, განახლებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სპორტისა და კულტურის განვითარებაზე, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.  ჩვენ თქვენს სამსახურში  ვართ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პროექტი და დაპირება შევასრულოთ, რომელიც ჩვენს მიერ გაიცა“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მისივე თქმით,  ქალაქში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტს.

სხვა ახალი ამბები: