ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

0

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის  მერობის კანდიდატმა  გოჩა კურდღელიამ  კუნძულის უბნის მოსახლეობას ფოთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე შონია წარუდგინა.როგორც მან ამომრჩევლებს განუმარტა „ქართული ოცნება“ არის ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და შესაბამისად წარმოდგენილი კანდიდატებიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩართული იქნებიან ჩვენი თანაქალაქელების პრობლემების მოგვარებაში.

„ჩვენ ამბიცია გვაქვს გვქონდეს ძლიერი, ხალხთან დაახლოებული და ქმედუნარიანი საკრებულო. ხალხის ყველა ტკივილი სწორედ მაჟორიტარებმა უნდა მოიტანონ ხელისუფლებასთან, რათა დროულად გადაიჭრას ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ თუ რა არის თვითმმართველობა. ჩვენი გუნდისთვის თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

სხვა ახალი ამბები: