ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ახალი რაიონის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.ამ თემასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში შეხვედრა მოეწყო. ფოთის მერი ირაკლი კაკულია სამხრეთ კავკასიაში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს – ვინსენტ დონტოს შეხვდა და საბავშვო ბაღის მშენებლობისა დაწყებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილა.

ახალი სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობისთვის შეირჩა ტერიტორია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ბაღის მშენებლობისთვის 210 000 ევროა გამოყოფილი. შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აღიჭურვება, მოეწყობა ეზო . ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალ რაიონში ბაგა-ბაღის მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა.

სხვა ახალი ამბები: