ფოთის საცხოვრებელ კორპუსებში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

0

ფოთში,ნაბადის უბანში ჯიქიას ქ.N 7 და N9 მრავალსართულიან კორპუსებში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ENGINEERING SERVICER COMPANY” ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და ნაბადის უბანში,მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, სამსონ კუტალია გაეცნო.

ფოთის მერიის მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით სულ 30 ეზო კეთილმოწყოება. სამუშაოების ღირებულება 401 ათას 924 ლარს შეადგენს და იგი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთიმოწყობის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.