ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

0

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი. ისინი, ანთებული სანთლებითა და წუთიერი დუმილით შეხვდნენ იმ წუთებს, როცა პირველი რუსული ბომბი ჩამოვარდა ფოთში.

აქციას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია,მერის მოადგილეები-მამუკა პაპასკირი , ირაკლი თოფურია,გიორგი ფარეშიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ათი წლის წინ, სწორედ 7 აგვისტოს საღამოს, ფოთის ნავსადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რუსული სამხედრო ვეტმფრენებიდან ბომბები დაუშინეს. რუსულ აგრესიას მაშინ 12 ფოთელის სიცოცხლე შეეწირა, 80-მდე ადამიანი დაშავდა.