ფოთში 6 სექტემბერს “ფაზისობას” განსხვავებული ფორმატით აღნიშნავენ

0

2016 წლის სახალხო დღესასწაული ,,ფაზისობა»-სთვის მზაადება ფოთში უკვე დაიწყო. სახალხო დღესასწაულს ქალაქი 6 სექტემბერს აღნიშნავს.

წლევანდელი ფაზისობა ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით განსხვავებული და გამორჩეული იქნება, როგორც ფორმატით, ასევე მასშტაბით.

დღესასწაული დატვირთული იქნება შემოქმედებით-შემეცნებითი და მხატვრული პროგრამებით. დღესასწაულის მონაწილეთა წინაშე წარსდგებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები, გაიმართება ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, თანამედროვე ბალეტის ვიდეოჩვენება.

ჩატარდება ქალაქის ისტორიის შესახებ ელექტორიუმები. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა იქნება ფოთში არსებული ბიოფერმის მოსავლის და სხვადასხვა სუვენირების შეძენა და ასევე ტრადიციული კერძების დაგემოვნება. მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება საჩვენებელ გამოსვლებსა და სპორტულ ასპარეზობებში. კულტურულ-მასობრივ ღონისძიებას ცენტრალურ მოედანზე, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტისა და ჯგუფი „ბანის“ გრანდიოზული კონცერტი დაასრულებს.

განსხვავებული ფორმატის გარდა ,,ფაზისობას» ჩატარების დროც შეეცვალა და ის სექტემბრში ჩატარდება, რაც ვიზიტორთა სიმრავლით ახსნა ქალაქის ხელისუფლებამ.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით შეიქმნილია სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც სისტემატურად მართავს სამუშაო შეხვედრებს.

ორგანიზატორების განცხადებით,ფოთელებს და ჩამოსულ სტუმრებს წელს გამორჩეული ფაზისობის დღესასწაული ელოდებათ.

სხვა ახალი ამბები: