ფოთში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

0

2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში, ფოთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი მამულიშვილთა ხსოვნას. მთავარი ღონისძიება 8 აგვისტოს სკვერში გაიმართა, სადაც დაღუპულთა ოჯახის წევრები,ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

“მე ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის,გმირი ვაჟკაცების წინაშე.სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს,რომ მათ ოჯახებს გვერდში დავუდგეთ.ეს ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა.ყველა დედას,ყველა მამას, მშობელს ვუსამძიმრებ იმ ტკივილს, რაც მათ შვილების დაკარგვით მიიღეს.ამავე დროს საამაყოა,რომ მათ ოჯახში დაიბადნენ ის გმირები,ვინც რუსეთის აგრესიას 8 წლის წინ აღუდგა ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის,ნდობის მოპოვებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის. სახელმწიფო მათ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და მშვიდობიანი მეთოდებით,გონიერებით,მოთმინებით, გამძლეობით ქართველი ხალხი გაამთლიანებს საქართველოს”-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კაკულიამ.

მემორიალთან ომის ამსახველი ფოტო-მასალების გამოფენა მოეწყო. საკათედრო ტაძარში კი,ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა,მეუფე გრიგოლმა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

სხვა ახალი ამბები: