ფოთში აგრარული ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს

0

ქალაქ ფოთში აგრარული ბაზრისა და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო თევზის ახალი სავაჭრო განყოფილება ,სადაც სრულად არის დაცული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.

მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო , რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია ადგილზე გაეცნო და ბაზრის მოვაჭრეებს გაესაუბრა.

პროექტის მიხედვით ,აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სანიღვრე არხები და გზის ძირითად ნაწილზე დაიგება ბეტონის საფარი,გაკეთდება გარე განათება.

სხვა ახალი ამბები: