ფოთში არჩევნების მეორე ტურში 73,5 %-ით “ქართული ოცნების” კანდიდატი, ირაკლი ხახუბია ლიდერობს

0

ფოთში, არჩევნების მეორე ტურში მოსული ამომრჩევლების 73, 5 %-მა ნდობა გამოუცხადა მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ხახუბიას. ფოთში ამ წუთებში “ქართული ოცნება” დიდ გამარჯვებას ზეიმობს.

ბიზნესმენმა ირაკლი ხახუბიამ არჩევნების, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპორტო ქალაქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ბასილაია დიდი უპირატესობით დაამარცხა.