ფოთში ჩინეთის ელჩს უმასპინძლეს

0

ქალაქ ფოთის ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძინ იანჩის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლეს. შეხვედრა გაცნობით-საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის, ურთიერთობების გაღრმავების პერეპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საინვესტიციო პროექტებს.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარებული პარტნიორული ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლების სფეროებში.

ჩინეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.

შეხვედრას ჩინეთის ელჩის მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ვან ლიენფო და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ელჩმა შეხვედრის შემდეგ ფოთის პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერა.

სხვა ახალი ამბები: