ფოთში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

0

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო,სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, მაღალი კლასის მოსწავლეები და კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები ჩაერთნენ.
აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები,კუნძულის სანაპირო ზოლი, მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორია.

დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.რეგიონის მასშტაბით მასში 6000-მდე ადამიანი ჩაერთო.

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.

სხვა ახალი ამბები: