ფოთში დასუფთავების ტრადიციული აქცია “სუფთა ქალაქი” მოეწყო

0

ფოთის მუნიციპალიტეტში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია „სუფთა ქალაქი“ ეწყობა,რომელიც ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით იმართება. დასუფთავების აქციაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან ჩართული.

დღეს, დასუფთავების აქციაში ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურისა და არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). აქციის მთავარი მესიჯია – „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.“ დასუფთავების აქცია სისტემურ ხასიათს ატარებს და იგი ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ შაბათს ეწყობა.

სხვა ახალი ამბები: