ფოთში დედა ენის კვირეული გაიხსნა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დედა ენის კვირეული გაიხსნა. კოლხური კულტურის მუზეუმში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით კონფერენცია მოეწყო,რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,პედაგოგები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: ლექცია–საუბრები, კონფერენციები, დეკლამატორთა, კალიგრაფისტთა, “კედლის გაზეთების” კონკურსები.

დედა ენის კვირეულის დასვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისში. კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ეროვნული არქივის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული მუზეუმების საგამოფენო სივრცეები,ხოლო დედა ენის ბაღში ჩატარდება გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი.

დედა ენის კვირეული 11 -22 აპრილის ჩათვლით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებების კოორდინაციის სამსახურის ორგანიზებით იმართება.

სხვა ახალი ამბები: