ფოთში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია ჩატარდა

0

ფოთში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია _2018 ჩატარდა. კონფერენცია ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ გახსნა.

“ თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღის იმედი და ჩვენი მომავალი დესპანები ევროპაში“_ამ სიტყვებით მიმართა გოჩა კურდღელიამ ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატებს.

კონფერენციის გახსნას ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული კონფერენცია 26 მარტამდე გაგრძელდება. მასში ფოთელი ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ.

კონფერენციის ფარგლებში პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ვორქშოფი. ახალგაზრდული პარლამენტის მიზანი ევროპული მმართველობის გაცნობა, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.