ფოთში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაციის ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ფოთელებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ. შშმ პირთათვის მსგავსი ერთობლივი სოციალური აქციები პერმანენტულად იმართება.

„მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე, ჩვენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, პერიოდულად ვახდენთ ჩვენს ქალაქში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სამედიცინო ეტლებით უზრუნველყოფას. დღეს გვქონდა მორიგი აქცია, რომლის ფარგლებშიც, ფოთში მცხოვრები 16 შშმ პირის უზრუნველყოფა მოხდა სამედიცინო ეტლით.” – განაცხადა ქალაქ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ჩოჩიამ.

მისივე თქმით, ქალაქში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ადგილობრივი ხელისუფლება სამედიცინო ეტლებით მომავალშიც დაეხმარება.

სხვა ახალი ამბები: