ფოთში ღია პირველობა გაიმართა პლაჟის ფეხბურთში

0

ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე გაიმართა ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა ქალაქის ყველა უბნიდან.

ქალაქ ფოთის ღია პირველობას პლაჟის ფეხბურთში სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია ესწრებოდნენ. ტურნირი ტრადიციულია და მასში მთელი ქალაქის მასშტაბით არიან ჩართული მოყვარულები.

პირველი ადგილი ნინოშვილის უბნის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ნაბადის უბნის გუნდი ‘’არსენალი’’ და ’’არტი’’ გახდნენ. გამარჯვებულებს რეგიონის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა თასები და დიპლომები გადასცეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპლაიტეტის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით ,მომავალ წელს გამარჯვებული გუნდი საჩუქრად ფულად ჯილდოს ორიათასი ლარის ოდენობით მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: