ფოთში ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავს

0

ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კოსტავას ქუჩის # 16 და # 18 კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ქალაქის მერმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები და საჭიროებები. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი დაასახელა. ირაკლი კაკულიას განცხადებით, კორპუსის გადახურვის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღესვე , ჭავჭავაძის ქუჩის #138, #140, #142 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ .

ირაკლი კაკულიამ შეხვედრაზე 2016 წელს შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. აღნიშნულ მრავალსართულიან კორპუსებში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ფოთის მუნიციპალიტეტი, უახლოეს პერიოდში შიდა საკანალიზაციო ქსელის, ლიფტების რეაბილიტაციის და გადახურვის სამუშაოებს განახორციელებს.

სხვა ახალი ამბები: