ფოთში კოღოების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო

0

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ქალაქში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. წამლობები ორ ეტაპად განხორციელდება. ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება წყალსატევები და დაჭაობებული ტერიტორიები, სადაც კოღოს გავრცელება მასობრივად აღინიშნება.

მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ პრეპარატს -„სოლფაკი_wp10”, რომელიც უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის.

ჯანდაცის ეროვნული ცენტრი უკვე მეოთხე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობების შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეწამვლის სამუშაოებს სექტემბრის შუა რიცხვებამდე განახორციელებს.