ფოთში მცხოვრები უსინათლო პირები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ

0

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლება, ფოთში მცხოვრები უსინათლოებისათვის, ხმოვან წნევის აპარატებს შეიძენს. ისინი ასევე, მედიკამენტების 70 ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებენ.

გარდა ამისა, ფოთში მოქმედებს პროგრამა, რითაც უსინათლოთა კომუნალური გადასახადები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 ლარით ფინანსდება.

ქალაქ ფოთის მერმა უსინათლოთა საჭიროებები მოისმინა და სამომავლოდ აქტოვობების დაგემვა-განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე, ქალაქის მერს გოჩა კურდღელიას მადლობა გადაუხადეს ყურადღებისა და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.