ფოთში, მდინარე რიონზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და ქ.ფოთში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართა.

აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე რიონზე გეგმავს ხიდის მშენებლობის და ფოთის ურბანულ ცენტრთან და პორტის ნაგებობასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის განხორციელებას.

ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მოხდება თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში.იგი მნიშვნელოვანად გაზრდის არსებული გზის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს ფოთთან შეუფერხებელ კავშირს ჩრდილოეთის მხრიდან.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომაგისტრალიდან (ახალი ხიდიდან) ქალაქამდე მისასვლელი გზისა და ფოთის პორტთან ხიდის დამაკავშირებელი რადენიმე ქუჩის მოწესრიგება. კერძოდ, მოხდება კოკაიას ხეივნის, დ.აღმაშენებლის, ვ.გეგიძის, სამეგრელოს, ხობის ქუჩების მარკირება ,უსაფრთხობის ღონისძიებების განხორციელება , გზის მონიშვნა, გამაფრთხილებელი და საგზაო ნიშნების დაყენება, ნიკოლაძის სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტი მუშავდება ესპანური კომპანია „ევროსტუდიოს“ მიერ.

პროექტის ღირებულება 41 მილიონი ლარია.

 

სხვა ახალი ამბები: