ფოთში მეორე სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ნ .ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო.მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის ვიცე -მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია გაეცნო.

სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციის სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა “მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო” ახორციელებს და მისი ღირებულება 548 ათას 832 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს.

ფოთის ვიცე -მერის ლევან ჩოჩიას განცხადებით ,მეორე სკოლის სპორტულ დარბაზში დამონტაჟდება 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნა, მთლიანად გამოიცვლება იატაკი ,ჭერი,კარ-ფანჯრები.

პროექტის მიხედვით სამუშაოები 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: