ფოთში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება,რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.

პირველ ეტაპზე, პროექტის მიხედვით 15 მინი სპორტული მოედანი კაპიტალურად რეაბილიტირდება,ხოლო არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედანი ეწყობა.
ქალაქის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მინი სპორტულ მოედანზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.

მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: