ფოთში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ,რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.

პირველ ეტაპზე, პროექტის მიხედვით 15 მინი სპორტულ მოედანს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, ხოლო არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყობა.

ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გორგასლის ქუჩაზე მდებარე მინი სპორტულ მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: