ფოთში მრავალსართულიანი ბინების გადახურვა და ეზოების კეთილმოწყობა იწყება

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი ბინების სახურავების კაპიტალური რემონტი და ეზოების კეთილმოწყობა იწყება. ელექტრონული ტენდერი 3 მრავალსართულიანი სახლის სახურავის კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე თვის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 200 ათასი ლარით ფინანსდება.

ქალაქ ფოთში მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტი ორ ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს 6 საცხოვრებელ კორპუსს მოეხსნება სახურავის პრობლემა.