ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე დააკავეს

0

2016 წლის 22 აგვისტოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შეჩერებულ იქნა ა/მანქანა ,,ბმვ“ ს/ნ ,,BC-135-CB”, რომელსაც მართავდა ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანი 10/15-ში მცხ.08/07/1990 წელს დაბასსდებული ალექსანდრე როგავა, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით და დაუდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი, რის შემდგომაც 23/08/2016 წ სასამართლოს მიერ დაჯარიმებულ იქნა 500 ლარით.

პარალელურად, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ფოთში ბექა ბასილაია პრესასთან კომენტარს აკეთებს, რომ პოლიცია მათ აქტივისტებს აკავებს. “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და დევნად აფასებს.

ამის შემდეგ, დღეს, 23 აგვისტოს შსს ქალაქ ფოთის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებული ,,ენმ”-ს ქალაქ ფოთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები მიხეილ ლუკავა და ალეკო ადამია დააკავეს. დაკავებულები რომლებიც ამ დროისთვის გადაყვანილი არიან სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც მათ ნარკოლოგიურ თრობაზე შესამოწმებლად ნარკოტესტირება უტარდებათ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ანალიზის ჩაბარებაზე უარს აცხადებენ. სავარაუდოდ ისინი თავს იკავებენ ნარკოტესტირებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრის მსგავსად ისინიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

 

სხვა ახალი ამბები: