ფოთში ნავიგაციის პროექტზე მუშაობა დასრულდა

0

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, ქალაქ ფოთში საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, სრულად აღწერილია 42 კვადრატული კმ ფართობი, შეიქმნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 1294 ობიექტია შეტანილი. მათ შორის კვების და განთავსების 350 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 88 ობიექტი, 71 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 61 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 414 სავაჭრო ობიექტი, 130 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან, კულტურის, დასვენებისა და გართობის 94 ობიექტი, 52 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 220 ობიექტი, 600 საგზაო ნიშანი და სხვ. აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისთვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული.

სხვა ახალი ამბები: