“ფოთში ნიკოლაძეობა უნდა აღინიშნებოდეს” – ირაკლი ხახუბია პირად ინიციატივას აჟღერებს

0

“ქართული ოცნების „ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ხახუბია “ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში” გამართულ ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი კვირეულის დახურვას დაესწრო. კანდიდატმა გამოფენის დათვალიერებისას საინტერესო პირადი ინიციატივა გააჟღერა. მისი აზრით, ქალაქ ფოთში აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს ნიკოლაძეობა.

“ფოთს და ფოთელებს, ფაზისობასთან ერთად, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კიდევ ერთი გამორჩეულად დიდი დღე, რომელიც ამ ქალაქის ამშენებელ და ფეხზე დამყენებელ ადამიანს თავის ღვაწლს დაუფასებს. ფოთში აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს ნიკოლაძეობა. დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელი თაობებს უნდა გადაეცეს და თუ მის ნაკვალევზე ვივლით, ძალიან შორს წავალთ. ამიტომ, შემოვდივარ ინიციატივით ფოთელებთან – დავაწესოთ ნიკოლაძეობა და აღვნიშნოთ ის ყოველ 27 სექტემბერს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მასშტაბური ზეიმი. ეს დღე უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წლიდან-წლამდე გაკეთებული სასარგებლო საქმეების ანგარიშის დღე ამ ქალაქის მოსახლეობის და ნიკო ნიკოლაძის ანდერძის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

27 სექტემბერი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა. ქალაქ ფოთის დიდი მოამაგის 173 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები 17 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა ფოტოგამოფენით “ქალაქური ფოტოამბები”.

სხვა ახალი ამბები: