ფოთში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XV საქალაქო ტურნირი ჩატარდა

0

25-30 მარტს, ფოთის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XV საქალაქო ტურნირი ჩატარდა. მასში 100-ზე მეტი ფოთელი მოჭადრაკე ჩაერთო .საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველ წელს ფოთის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით იმართება.