ფოთში ფესტივალი “კავკასია-2017” გაიხსნა

0

ქალაქ ფოთში ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი ,,კავკასია 2017“ გაიხსნა.

აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად ლატვიის, უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და სომხეთის ანსამბლები იღებენ მონაწილეობას.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ რეზო ჭანიშვილს და ფესტივალის ყველა მონაწილეს“- განაცხადა მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ.

საერთაშორისო ფოლკლორის საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი ‘’კავკასია’’ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის და საქართველოს პროფესიულ-კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მერია , იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID), ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია EAFF,აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია, ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრი.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციები, მასტერ-კლასები და ექსკურსიები.
მონაწილე კოლექტივებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები და დიპლომები, ფესტივალი ბათუმში გალა-კონცერტით დაიხურება.

სხვა ახალი ამბები: