ფოთში “ქართული ოცნების” წევრს თავს დაესხნენ

0

“ქართული ოცნების”წევრს, ჟურნალისტ შორენა მირცხულავას თავს ფოთის მერობის კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი და მისი ოჯახის წევრები დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

SMO NEWS დაზარალებულს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თავდასხმა მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლს უკავშირდება.

“აი ამ სიმართლის გამო, რომელიც არჩევნების დღეს, პროვოკაციისთვის 31-ე უბანზე მივარდნილ მაია ჩხარტიშვილს ვუთხარი (ვიდეოშიც ისმის), დღეს ჩემს სახლთან თავს დამესხა პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი, მისი ძმა, ფოთის მერიის მშენებლობის განყოფილების უფროსი ზურაბ ჩხარტიშვილი, მაია ჩხარტიშვილის შვილები, ფოთის საფეხბურთო კლუბ “კოლხეთის” დირექტორი ლაშა ჯაკობია, მისი და ანა ჯაკობია და ასევე მათი თანმხლები პირები”-აცხადებს შორენა მირცხულავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც თავდასხმას უკავშირდება. შორენა მირცხულავა თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ წუთებში სტაბილურია.

სხვა ახალი ამბები: