ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

0

ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სპექტაკლით დაიხურა. დასმა ჰენრიკ იბსენის ,,ხალხის მტერი“ წარმოადგინა,რომლის რეჟისორი დავით მღებრიშვილია.

ფესტივალი 17 ივლისს გაიხსნა და 18 ქართული სახელმწიფო რეგიონული და რამდენიმე უცხოური თეატრი მონაწილეობდა. სპექტაკლზე მისულ მაყურებელს საშუალება ქონდა თეატრის ფოიეში გამოფენილი ცნობილი ქართველი მსახიობების კოსტუმები სპექტაკლებიდან, მაკეტები, აფიშები და ფოტომასალა დაეთვალიერებინა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ყველა მონაწილე სიმბოლური დიპლომებით დააჯილდოვა.

” ფესტივალი შედგა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ათმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, თემატურიც იყო, რომ ფოთის თეტრის სპექტაკლით დაიხურა. ფესტივალი ტრადიციული გახდა და მომავალი წლისთვის დარწმუნებული ვარ მისი მასშტაბები გაიზრდება“, – განაცხადა მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ.

ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა. იგი კულტურულ საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ეწყობა. ფოთის ,,რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ დახურვას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები,ხელოვანები და ხელისუფლების წარმომადგენლები დასწრნენ.

სხვა ახალი ამბები: