ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს

0

ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, შესაბამის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად , ფოთის ვალერინ გუნიას სახელობის დრამატული თეატრი მოინახულა და ადმინისტრაციას გაესაუბრა.

შეხევდრაზე შეფასდა თეატრის მზადყოფნა უმასპინძლოს ფოთის მესამე რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს.

ქალაქის მერმა დავალება მისცა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ფესტივალის წარმატებით ჩატარების მიზნით გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა. ის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

წელს ფესტივალი 21 ივლისს გაიხსნება და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: