ფოთში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ქალაქ ფოთში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალისა „ ახორციელებს.

სანიაღვრე სისტემების მოწყობა ამჟამად, კუნძულის უბანში, ლიეპაიას ქუჩაზე მიმდინარეობს,რომელიც ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და გაესაუბრა.

მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქისთვის გამოყოფილი ტრანსფერით ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ქალაქში ბეტონის არხები 12 ქუჩაზე ჩაიდება და აღნიშნული სამუშაოები სექტემრის თვეში დასრულდება.

პროქეტის ღირებულება 1.480.000 ლარს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: