ფოთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა იწყება

0

ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა იწყება,რომლის ღირებულება 415 000 ლარს შეადგენს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის შესახებ პროექტი გააცნეს.

ქალაქის ვიცე-მერის ლევან ჩოჩიას განცხადებით , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა. აღნიშნული სამედიცინო ცენტრი განთავსებული იყო იჯარით აღებულ შენობაში. ახალი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფისის მშენებლობა პროექტის მიხედვით წლის ბოლოს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: