ფოთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა გაიხსნა

0

ფოთში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გაიხსნა .საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის რაიონულ სამსახურს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა.

ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად გახსნა.

შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი.ახალი რეანობილის საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას გაზრდის.

პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.