ფოთში შეშას 200 -მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს

0

ფოთის მუნიციპალიტეტში შეშის (ხის სეპარაციის) გაცემა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემული შეშა, მერიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი სიების მიხედვით, სოციალურად დაუცველ თანაქალაქელებზე ნაწილდება.

შეშას 200 -მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ხის სეპარაციის გაცემა ქალაქში 2016 წელსაც განხორციელდა,რომლის ფარგლებში შეშა 170-მდე შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო.

სხვა ახალი ამბები: