ფოთში შიდა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

0

ფოთის მუნიციპალიტეტში, კუნძულის უბანში, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით ,ბერდიანსკის ქ. # 30, დანელიას ქ. # 72 და პუშკინის ქ. # 69 საცხოვრებელ კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ აღნიშნულ კორპუსებში მცხოვრებლებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია.

შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 760 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან.

პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება.

მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდა,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი დაიხარჯა.

სხვა ახალი ამბები: