ფოთში სპორტული დარბაზი და საცურაო აუზი აშენდება

0

ფოთში სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Cobra instalaciones servicios”, საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდა.

არქიტექტორმა შავლეგ ჭიჭიაშვილმა და ინჟინერმა ხოსე აბასკალმა ქალაქის მერს შენობის პროექტი წარუდგინეს და მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. კომპანია „Cobra instalaciones servicios” სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია დაათვალიერა.

სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის პროექტის განხორციელება 2019 წელს უნდა დასრულდეს. მისი ღირებულება 14 500 136 ლარს შეადგენს.