ფოთში სტადიონის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

0

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე შენდება ტრიბუნისქვეშა სათავსოები და პარალელურად მზადდება გადახურვისთვის საჭირო ლითონის ფორმები.

მიმდინარე სამუშოები ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს, მოიცავს როგორც სამშენებლო სამუშაოებს, ისე სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით, ელექტროობით, გათბობითა და ვინტილაციით უზრუნველყოფას. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი. მოასფალტდება სტადიონის მისადგომებიc.

ფოთის სტადიონი 6000 მაყურებელზეა გათვლილი და იგი ექსპლუატაციაში 2018 წლის მარტში შევა. მშენებლობას კომპანია „ელიტა ბურჯი“ აწარმოებს, რომელსაც 15 ადგილობრივი ყავს დასაქმებული.

სხვა ახალი ამბები: