ფოთში სტუმრად ესტონეთის საპორტო ქალაქ მაარდუს დელეგაცია იმყოფება

0

ფოთში სტუმრად იმყოფება ესტონეთის საპორტო ქალაქ მაარდუს დელეგაცია. სტუმრებს შეხვდნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქების ფოთისა და მაარდუს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე. გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.
შეხვედრის შემდეგ, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მაარდუს მერმა ვლადიმირ არხიპოვმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

მაარდუს დელეგაციის ვიზიტი, საქართველო-ესტონეთის რესპუბლიკას შორის, კულტურულ-სამოქალაქო პროექტის „ყველას უყვარს საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის დემოკრატიულ რესპუბლიკებად გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში მოხდება მარდუსა და ფოთის დამეგობრება.