ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია იწყება

0

ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი აპრილის თვეში განახლდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია „TAHAL GROUP BV” შეასრულებს.

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად, მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. პიტერ ბრანზბურგმა მერს პირველი ეტაპის ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე ესაუბრა.

„TAHAL GROUP BV” მოსამზადებელ სამუშაოებს აპრილის თვეში დაიწყებს. კომპანია ადგილობრივ მუშა ხელს დაასაქმებს.

პროექტის საერთო ღირებულება 89 943 800 ლარია.