ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება

0

წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოები ერთდროულად ოთხი ლოკაციაზე შესრულდება.

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან ერთად, კომპანია „Tahal Group BV” ოფისს ეწვია. იგი კონტრაქტორი და ზედამხედველი ფირმების წარმომადგენლებს შეხვდა.

„Tahal Group BV”ის წარმომადგენლების თქმით, 1 ივნისიდან დაიწყება საველე სამუშაოები, პრიორიტეტად შერჩეულია წინა კონტრაქტორის მიერ უკვე გადათხრილი ქუჩები. სამუშაოები მალთაყვისა და ნაბადის უბნებში, ერთდროულად რამოდენიმე ლოკაციაზე დაიწყება. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველივე ეტაპზე განხორციელდება.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია ტერიტორიები ნარჩენების გადასატანად.

წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარია. იგი აზიის განვითარების ბანკიდან დაფინანსდება.

ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ქალაქში, დამატებით, გამწმენდი ნაგებობი აიგება.

მშენებლობას ერთობლივი საწარმო “Ludwig Pfeiffer Hoch – und Tiefbau GmbH & Co. KG“ და „EMIT Group – Ercole Marelli Impianti Tecnologici S.r.l.”_განახორციელებს.მისი ღირებულება 44 684 016 ლარია. აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ იქნება დაფინანსებული.