ფოთში წყალგამყოფი ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო

0

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად
წყალგამყოფი ნაგებობა დაათვალიერა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კაშხლის 8 ფარის მექანიკური ნაწილების აღდგენა და განახლება, ნაგებობის სარემონტო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს გაწევას, რათა მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის გასატარებლად.

სამუშაოებს კომპანია „ერისიმედი“ ახორციელებს.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.