ფოთში, უპოვართა სასადილოშო მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი გაეცნო

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ უპოვართა სასადილოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი“ ახორციელებს.

უპოვართა სასადილოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 16 ათას 516 ლარს შეადგენს .

ფოთის უპოვართა სასადილოში 220 ბენეფიციარი იკვებება, 20 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ .

პროექტის მიხედვით ,უპოვართა სასადილოს სამზარეულოს კაპიტალური რემონტი ივლისის თვეში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: