ფოტოკონკურსი – “წარმოაჩინე შენი სოფელი” დასრულდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტოკონკურსი “წარმოაჩინე შენი სოფელი” დასრულდა. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე სამ საპრიზო ნომინაციაზე მოწონებების (like) მიხედვით გამოვლენილია გამარჯვებულები. პირველ ადგილზე გავიდა შამგონას წარმომადგენელი (ფოტოს ავტორი: ნათია ჯღარკავა), მეორე საპრიზო ადგილზეა სოფელ ჭკადუაშის წარმომადგენელი (ფოტოს ავტორი: ნინო ჭითანავა), ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე სოფელ ცაიშის წარმომადგენელი გავიდა (ფოტოს ავტორი: სანდრო ბასილაია).

ზუგდიდის გამგებელი, ლაშა გოგია გამარჯვებულებს პირადად დააჯილდოვებს. პირველი ადგილის მფლობელს ფოტოაპარატი, მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს-პლანშეტი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტს მობილური ტელეფონი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ გამგეობის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში, ასევე დასახელდება ჟიურის რჩეული, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სხვა ახალი ამბები: