“პრაიმედი” უფასო ოფთალმოლოგიურ კვლევებს დარჩელში ჩაატარებს

0

24 სექტემბერს, კვირას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საავადმყოფოში, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ინიციატივით ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. გამოკვლევები ძირითადად იწარმოებს ოფთალმოლოგიური განხრით, რომელსაც თბილისიდან მოწვეული, მაღალკვალიფიციური ექიმები ჩაატარებენ.

ქირურგ-ოფთალმოლოგი მიხეილ კურტანიძე, ოფთალმოლოგები, ალექსანდრე ჩხარტიშვილი და მირიან პარუნაშვილი მთელი დღის განმავლობაში მოემსახურებიან პაციენტებს და გამოავლენენ შემდეგ დაავადებებს, როგორიცაა: კატარაქტა, გაუკომა, დიაბეტური რეტინოპათიები, მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, სათვალის შერჩევა.

ადგილზე იწარმოებს ასევე, აპარატურული კვლევები;

ნაპრალოვანი სანათით თვალის ფსკერის გამოკვლევა;

აუტოკერატორეფრაქტომეტრია;

თვალის წნევის განსაზღვრა.

სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ დღეიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლებში შესაბამისი ფაინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას უფასო სამედიცინო კვლევებთან დაკავშირებით.

სხვა ახალი ამბები: