პრემიერ-მინისტრმა აბაშაში მდებარე საწარმო “ვესტ ჯორჯიან ბეიკერი” დაათვალიერა

0

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საკონდიტრო საწარმო “ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.
აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს.

საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა აბაშელებს მხარდაჭერა აღუთქვა ყველა საინტერესო ბიზნესპროექტის განხორციელებაში. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან.

სხვა ახალი ამბები: