პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ანაკლიას ეწვევა

0

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ანაკლიას ეწვევა. მთავრობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ედიშერ თოლორაიასთან და Gem fest-ის დამფუძნებელთან, გიორგი სიგუასთან ერთადერთად Gem fest-ის სამზადისს და იმ ინფრასტრუქტურეულ პროექტებს დაათვალიერებს, რომელიც ზღვისპირა კურორტში მიმდინარეობს.

ფესტივალის ტერიტორიაზე სცენების მონტაჟი, კაფე ბარების, სწრაფი კვების ობიექტების, საშხაპეების და სხვა ინფრასტრუქტურის შენება ამ დრომდე მიმდინარეობს. მოეწყობა კარვების ქალაქიც. ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ანაკლია 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალს მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები მომავალ კვირას ეწვევიან.

დაცული იქნება ფესტივალის სტუმრების უსაფრთხოება, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იზრუნებს.

სხვა ახალი ამბები: